0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ შავი ქლიავის ჩირი

6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ შავი ქლიავის ჩირი

💁‍♂️თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ქლიავი ყაზბობის სამკურნალოდ გამოიყენება. იგი წმენდს ნაწლავებს, ათავისუფებს მას დაგროვილი ნარჩენებისაგან. თუმცა, მას სხვა უამრავ სამკურნალო თვისებაც გააჩნია.

💁‍♂️მაინც რა სარგებელი მოაქვს შავ ქლიავს ჩვენი ორგანიზმისთვის?

💁‍♂️ეხმარება გულს მუშაობაში- ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მასში შემავალ ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას, დადებითი ზეგავლენა აქვს გულის კუნთის მუშაობაზე. იგი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლთარღვთა კედლებს.

💁‍♂️თირკმელების დაავადებების დროს- ჩავი ქლიავის ჩირი იმაზე 2-ჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ისპანახი ან ბანანი. სწორედ კალიუმის წყალობით რეგულირდება თირკმლის მუშაობა. მისი ყოველდღე მიღება თავიდან აგარიდებთ შარდკენჭოვან დაავადებებს.

💁‍♂️ბუნებრივი ანტიბიოტიკი- იგი ხელს უშლის პათოგენური და მავნე ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრას. მისი ჭამა სასარგებლოა, ინფეციების თავიდან ასაცილებლად.
ძლიერი ანტიოქსიდანტი- იგი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ყოველდღე ჭამა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ან მუშაობენ.

💁‍♂️სიმსივნის პროფილაქტიკა- შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. იგი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი. ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

💁‍♂️ხელს უწყობს წონის დაკრგვას- იგი შეიცავს უამრავ ბოჭკოვნებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისთვისაა საჭირო. ხელს უწყობს ცხიმის დაწვას. მისი ჭამის შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და აღარ მოგშივათ. ერთ-ერთი ყველაზე დაბალკაროლიური ხილია. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ თქვენს რაციონში. მაღალკალორიული ტკბილეულის ნაცვლად. ქლიავის ჩირი მიირთვით.

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword