0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

კარნიტინი

კარნიტინი

 150

L-კარნიტინი (ინგლ. L-კარნიტინი, იგივე ლევოკარნიტინი, ვიტამინი Bt, ვიტამინი B11) — ამინომჟავა, ბუნებრივი ნივთიერებაა, В ჯგუფის ვიტამინის მსგავსი, ორგანიზმში ასრულებს რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს. L-კარნიტინს ხშირად უწოდებენ ვიტამინისმაგვარ ნივთიერებას, თუმცა ის ვიტამინს არ წარმოადგენს, რადგან ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად სინთეზირება შეუძლია. ის აღმოჩენილი იქნა რუსი მეცნიერების ვ.გულევიჩის და რ.კრიმბერგის მიერ 1905 წელს. 1962 წელს დადგენილი იქნა კარნიტინის ფიზიოლოგიური როლი – ის ახდენს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც ხდება მათი წვა და ენერგიის გამოთავისუფლება. არსებობს კარნიტინის ორი ფორმა – L-კარნიტინი და D-კარნიტინი. ბიოლოგიური აქტიურობით გააჩნია მხოლოდ L-ფორმას. D-კარნიტინი მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან წარმოადგენს L-კარნიტინის კონკურენტულ ანტაგონისტს. L-კარნიტინი სინთეზირდება ღვიძლში და თირკმელებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სხვა ქსოვილებში და ორგანოებში. ლევოკარნიტინის სინთეზი მიმდინარეობს С, В3, В6, В9, В12, რკინის, ლიზინის, მეთიონინის და ზოგიერთი ენზიმების მონაწილეობით. L-კარნიტინი სპორტული კვების პოპულარული დანამატია წონის კლებისათვის, ამტანობის გასაზრდელად, სტრესის მიმართ მდგრადობის და ზოგადად ენერგიისათვის. მისი მიღება ხდება ცხიმის კალორიების მეტი რაოდენობის დასაწვავად ვარჯიშის პერიოდში. L-კარნიტინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის, რადგან მათ უფრო მეტად უჭირთ ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. რეგულარული ფიტნეს-დატვირთვები მაქსიმალური ამტანობის გამოჩენას მოითხოვს, იზრდება დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, საჭირო ხდება კვების რეჟიმის შეცვლა. უნდა იცოდეთ, რომ L-კარნიტინი არ იწვევს წონის სწრაფ კლებას, ის ნელა და მთლიანობაში მუშობს თქვენი სხეულის ცვლილებებისათვის, აუმჯობესებს ვარჯიშის შედეგებს. წონის სწრაფი კლებისათვის, შეგიძლიათ არ ივარჯიშოთ, მიიღოთ მაგალითად რომელიმე დიურეტიკი – წონაში დასაკლები ჩაის მსგავსი, რომელიც თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნის წყალს და საწორი მალე გიჩვენებთ კლებას. თუმცა ასეთი „გახდომის“ დროს ცხიმის ფენები მუცელზე და თეძოებზე ფაქტიურად ხელუხლებელი რჩება. როგორც კი დიურეტიკის მიღებას შეწყვეტთ, წონა საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამისგან განსხვავებით, L-კარნიტინი ხელს უწყობს წონის კლებას ცხიმოვანი მარაგების შემცირების ხარჯზე და მიღწეული შედეგი დიდი ხნით შენარჩუნდება.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “კარნიტინი”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Select your currency

Enter your keyword