ალბათ ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ არაქისი თხილია, მაგრამ ასე არ არის🚨🚨. არაქისი პარკოსანთა ოჯახიდან არის, ისევე როგორც, მაგალითად, ბარდა ან ლობიო.
მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები⤵
- ცილები ანუ პროტეინები, რაც კუნთოვანი ქსოვილის საფუძველია;👌🏻
- პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ენერგიის წყაროა. 💪ორგანიზმში მათი სინთეზი არ ხდება, ამიტომ ადამიანმა საკვებით უნდა მიიღოს;
- ვიტამინები და მინერალები, რომელთა გარეშე სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია.🟢
💁🏻♀კერძოდ, არაქისის კარაქის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:⤵
კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი და სელენი.
არაქისის კარაქში შემავალი ვიტამინებია:⤵ - ქოლინი (ვიტამინი B4) – ეხმარება ღვიძლს, ნერვულ სისტემას, კუნთების ფუნქციას, მეტაბოლურ და ზოგადად მონელების პროცესებს;✅✅
- ნიკოტინმჟავა (ვიტამინი ვიტამინი PP, ან იგივე B3) – აუცილებელია ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, ნახშირწყლების ცვლისთვის, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებისთვის;🫀
- ფოლიუმის მჟავა (B9) – საჭიროა სისხლწარმოქმნისთვის, ნერვული სისტემისთვის, დნმ-ის სინთეზისთვის, ერითროციტების წარმოებისთვს.
- პანტოთენის მჟავა (B5) – ეს ჰორმონების „საშენი მასალაა“. აუმჯობესებს თავის ტვინის სისტემის მუშაობას, 🧠იმუნიტეტს, კანის სიმკვრივეს, ნაწლავის პერისტალტიკას
💁🏻♀არაქისის კარაქის კალორიულობაა 570 კკალ 100 პროდუქტში. ამასთან, არაქსის კარაქის 100 გრამი შეიცავს: 30 გრ. ცილას. 46 გრ. ცხიმებს, 12 გრ. ნახშირწლებს.
არაქისის კარაქს იყენებენ მედიცინაში 💊და დიეტური კვების დროს.✅
თუ არაქისის კარაქს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ:⤵ - სისხლში დაიწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე;
- ამაღლდება იმუნიტეტი;
- შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, 🫀რადგან არაქისის კარაქი არ შეიცავს ქოლესტერინს;☺
- ნორმალიზდება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მუშაობა;
- ხელს შეუწყობს კანის, თმის და ფრძხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის დამსახურებით);
- აღდგება ჰორმონალლური ფონი (ფოლიუმის მჟავის დახმარებით);
- შეაფერხებს შარდსასქესოს სისტემის პათოლოგიების განვითარებას;
💁🏻♀აღსანიშნავია, რომ როგორც არაქისის, ასევე არაქისის კარაქის გლიკემიური ინდექსი ძალიან დაბალია, რაც ამცირებს ინსულინის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობას და ხელს უწყობს წონის კონტროლს, ✅✅რადგან მსგავსი სახის საკვები შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
💁🏻♀მაგალითისთვის: გლიკემიური ინდექსით არაქისი ისეთი პროდუქტების სიაშია, როგორიც არის – ბროკოლი, 🥦კიტრი, 🥒ნიახური, ისპანახი, სატაცური, შავ მოცხარი…🫐
დაბალი გლიკემიური ინდექსის შემცველი პროდუქტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის, ✅ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ⤵ჩინელი ექიმების ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, კვირაში 2-3-ჯერ არაქისის მოხმარება საყლაპავი მილის კიბოს რისკს 35%-ით ამცირებს.
არაქისის კარაქს, ისევე როგორც ნებიმიერ საკვებ პროდუქტს, თავისი უკუჩვენებები გააჩნია. 🆘🆘კერძოდ კი:⤵
მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, 🔴ამიტომ როგორც უშუალოდ არაქისის, ისე არაქისისგან დამზადებული საკვების მოხმარებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ‼‼ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა;
ასევე, აღსანიშნავია, რომ არაქისის კარაქი მაღალკალორიული პროდუქტია, 🔴🔴ამიტომ კვების რაციონში ეს პროდუქტი ექიმის რეკომენდაციით უნდა შეიტანოს იმ ადამიანმა, ვისაც ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევები აღენიშნება; ❌❌
ასეთი პროდუქტი უმჯობესია, ასევე ექიმის რეკომენდაციის შემდეგ მიიღონ: ✅✅ქალებმა ფეხმძიმობის პერიოდში და ართრიტებისა და ართროზებისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა.‼‼