✨💁♀️ცხვირიდან სისხლდენისას თავს თუ უკან გადავწევთ, სისხლი ხახის უკანა კედელზე ჩაედინება და გადაგვეყლაპება, რაც პირღებინებას და სისხლდენის გაძლიერებას გამოიწვევს. შესაძლოა, სისხლი სასუნთქ გზებშიც გადაგვცდეს. 🆘💯თუ ცხვირიდან სისხლი მოგდით, თავი, პირიქით, ოდნავ წინ დახარეთ, ცხვირის ფუძესთან ყინული მიიდეთ და ხუთიოდე წუთის განმავლობაში მაგრად მოიჭირეთ თითები ნესტოებზე – ისე, რომ ნესტოები მაგრად მიებჯინოს ცხვირის ძგიდეს. 💯✨ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე და სისხლდენა უმეტესად წყდება.💯☺️