0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

რა უნდა მივიღო საუზმედ?

რა უნდა მივიღო საუზმედ?

დილის კვება არის მნიშვნელოვანი.💯✨მაგრამ არ ვგულისხმობთ, რომ საუზმედ ყველაფრის ჭამაა რეკომენდებული. 💯ამიტომ ერთად გადავხედოთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ჩვენი დილის მენიუში უნდა შევიტანოთ…💯👇👇

✨⚜️შვრია⚜️✨

🔅შვრიის ფაფა არის კლასიკური საუზმე და მას ამ სტატიაში ვერ უგულებელვყოფდით. 💯✨ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, 💯შეიცავს რკინას, 💯ბ ჯგუფის ვიტამინებს, 💯თუთიასა და სელენს. 💯თუ გსურთ, რომ თქვენი საუზმე ცილოვანი იყოს, ფაფა წყლის ნაცვლად რძეზე მოამზადეთ, რადგან ცოტაოდენ ცილას თავად შვრიაც შეიცავს და რძესთან ერთად კიდევ უფრო დაბალანსდება. 💯✨✨
⚜️✨კვერცხი✨⚜️

🔅ეს არის მარტივი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც იდეალურად ერგება საუზმეს. 💯ის ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს კუნთების სინთეზს. 💯✨ვინაიდან ცილის მონელებას გარკვეული დრო სჭირდება, ის ასევე გეხმარებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოთ თავი დანაყრებულად. 💯✨

კვერცხი არის ქოლინის წყაროც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისა და ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. 💯✨

⚜️ხაჭო⚜️✨
🔅ხაჭოც ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილას, რომელიც საუზმედ იდეალური გადაწყვეტილებაა. 💯✨ამასთან ერთად, ის დაბალკალორიულიცაა და ხელს უწყობს წონის კლებას ან შენარჩუნებას შიმშილის გრძნობის გარეშე. 💯ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ხაჭო, ამიტომ შეგიძლიათ მას დაამატოთ ცოცხალი კენკრა, გრანოლა ან გოგრის თესლი, რაც თქვენს საუზმეს კიდევ უფრო გემრიელსა და სასარგებლოს გახდის, დანაყრდებით და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.✨💯
✨⚜️მწვანე ჩაი✨⚜️
🔅კოფეინის შემცველობის დახმარებით, ის ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში. 💯✨გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით L-თეანინს, ნაერთს, რომელიც ხელს უწყობს დამამშვიდებელ ეფექტს და შესაძლოა, შეამციროს კოფეინის მიღებასთან დაკავშირებული „გაღიზიანება“. ✨💯მას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა და შეამციროს შფოთვა.✨💯
⚜️⚜️⚜️საუზმე მნიშვნელოვანია და მისი გამოტოვება არ არის სწორი საქციელი. 💯✨ჩვენც ისღა დაგვრჩენია, დავიჯეროთ და მივყვეთ რჩევებს იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვქონდეს.☺️💯✨✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword