0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი იოგურტი და ხაჭო ჩვენი პატარებისთვის

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი იოგურტი და ხაჭო ჩვენი პატარებისთვის

🔅იმ საკვებ პროდუქტებს შორის, რომლებიც ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს, ხაჭოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი „ჯადოსნური“ თვისებები ამინომჟავების შემცველობით აიხსნება.✨💯

🔅ხაჭო მდიდარია კალციუმით, კალიუმით, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ხასიათდება დაბალი ცხიმიანობითა და ცილის მაღალი შემცველობით, რაც ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებასა და სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება.💯✨

🔅✨ამასთან, ხაჭო მაწონთან შედარებით ბავშვის ორგანიზმისთვის უფრო მარტივად ასათვისებელია. მისი მონელების დროს მაწონთან შედარებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა და ფერმენტებია საჭირო, ამიტომ ბავშვებში არც შებერილობას იწვევს და სარგებლის მომტანიცაა.💯✨

🔅ხაჭო ჯანსაღია, როცა არ შეიცავს ისეთ ხელოვნურ დანამატებს, რომლებიც მის კვებით ღირებულებასა და სარგებელს ამცირებს.💯✨

🔅აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირდაპირ ფერმიდან ან სოფელში ბებიისგან შეძენილი ხაჭოს მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. 💯არაპასტერიზებული რძე ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი პროდუქტია და შეიძლება შეიცავდეს ისეთ ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება, ბავშვის ჯანმრთელობას უმძიმესი პრობლემები შეუქმნას. 💯✨აღნიშნული ბაქტერიები არაპასტერიზებული რძისგან დამზადებულ ხაჭოშიც ხვდება და შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის სალმონელა, ლისტერია და სხვა.💯✨

🔅აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, რეკომენდებულია, ვენდოთ პედიატრებს და მათი რჩევის შესაბამისად ვიმოქმედოთ.💯✨

🔅შეგვიძლია, პატარებს ხაჭო წასახემსებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივცეთ. მისი მიღება რეკომენდებულია ძილის წინაც, რადგან მასში შემავალი ნუტრიენტები ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას და ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ეხმარება.💯✨

🔅ბავშვისთვის რძის პროდუქტების შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ:

💁‍♀️შენახვის მოკლე ვადა, რაც მიგანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი ჯანსაღია. შემადგენლობა 100%-ით ნატურალური უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმებს „რასტიშკას“ პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს, აქვს მოკლე ვადა და მისი შემადგენლობა აბსოლუტურად უსაფრთხო და სასარგებლოა პატარებისთვის;💯✨

💁‍♀️ერთგვაროვანი სტრუქტურა, რაც ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო მისაღებია და გვახვედრებს, რომ პროდუქტის ვადები და შენახვის პირობები დაცულია;💯✨

💁‍♀️შეფუთვის მოცულობა უნდა იყოს მცირე – ჯანსაღი პროდუქტი გახსნილ მდგომარეობაში დიდხანს არ ინახება, ამიტომ საბავშვო პროდუქცია თითო ულუფად იწარმოება.💯✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword