ერბო არის გადამდნარი კარაქი – უნიკალური პროდუქტი, რომელსაც აღმოსავლეთში ეძახიან თხევად ოქროს. ხარისხიანად მომზადებული ერბო ათწლეულების მანძილზე არ ფუჭდება, რაც უფრო დიდი ხნისაა ერბო, მით მეტი სასარგებლო თვისებები აქვს. ეს არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება.
ერბო ოქროსფერია, კარაქისაგან განსხვავებით ის არ შეიცავს ლაქტოზას (შაქარს) და კაზეინს (ცილას), ამიტომ ის შეუძლია მოიხმაროს ვისაც აქვს ლაქტოზას აუტანლობა.
ერბო აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ინტელექტს, მახსოვრობას. ის განსაკუთრებით სასარებლოა ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.
ერბოში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში სწრაფად გადაიქცევა ენერგიის წყაროდ. ამიტომ სპორტსმენებისთვის ერბო დამატებითი ენერგიის წყაროა. ერბოს მოხმარებისას წონაში ვიკლებთ იმიტომ, რომ ენერგიას რომელსაც ვიღებთ მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავებისგან სწრაფად იწვება.
ერბო შეიცავს ანტიოქსიდანტებს: E, A, D და K ვიტამინებს, ეს ანტიოქსიდანტები ორგანიზმში ხელს უშლიან ლიპიდების დაჟანგვას, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების ათეროსკლეროზს.
ერბოს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება, იგი აჩერებს დაბერების პროცესს ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე.