💁♂️კამეჩის რძე შეიცავს თითქმის 2-ჯერ მეტ ცხიმს და 30-40%-ით მეტ ცილას, ვიდრე ძროხის რძე. 💁♂️ამასთან, მათ რძეში ქოლესტერინის რაოდენობა ნაკლებია, ტოკოფეროლის კი მეტი, ვიდრე სხვა სახეობის ცხოველების რძეში.✨
💁♂️თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტოკოფეროლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, გასაგები გახდება ამ პროდუქტის მაღალი ბიოლოგიური ღირებულება;✨
💁♂️გარდა ამისა, კამეჩის რძე მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ხოლო პეროქსიდაზის აქტივობა მასში 2-4- ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ძროხის რძეში;✨
💁♂️ამ სახეობის ცხოველის რძიდან ამზადებენ საყოველთაოდ ცნობილ იტალიურ ყველს მოცარელას. 💁♂️ჩვენში დიდად ფასობს კამეჩის რძიდან დამზადებული მაწონი, სულუგუნი და ნადუღი.💕