0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

არაქისი – მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები

არაქისი – მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები

ალბათ ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ არაქისი თხილია, მაგრამ ასე არ არის🚨🚨. არაქისი პარკოსანთა ოჯახიდან არის, ისევე როგორც, მაგალითად, ბარდა ან ლობიო.
მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები⤵

  • ცილები ანუ პროტეინები, რაც კუნთოვანი ქსოვილის საფუძველია;👌🏻
  • პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ენერგიის წყაროა. 💪ორგანიზმში მათი სინთეზი არ ხდება, ამიტომ ადამიანმა საკვებით უნდა მიიღოს;
  • ვიტამინები და მინერალები, რომელთა გარეშე სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია.🟢
    💁🏻‍♀კერძოდ, არაქისის კარაქის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:⤵
    კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი და სელენი.
    არაქისის კარაქში შემავალი ვიტამინებია:⤵
  • ქოლინი (ვიტამინი B4) – ეხმარება ღვიძლს, ნერვულ სისტემას, კუნთების ფუნქციას, მეტაბოლურ და ზოგადად მონელების პროცესებს;✅✅
  • ნიკოტინმჟავა (ვიტამინი ვიტამინი PP, ან იგივე B3) – აუცილებელია ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, ნახშირწყლების ცვლისთვის, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებისთვის;🫀
  • ფოლიუმის მჟავა (B9) – საჭიროა სისხლწარმოქმნისთვის, ნერვული სისტემისთვის, დნმ-ის სინთეზისთვის, ერითროციტების წარმოებისთვს.
  • პანტოთენის მჟავა (B5) – ეს ჰორმონების „საშენი მასალაა“. აუმჯობესებს თავის ტვინის სისტემის მუშაობას, 🧠იმუნიტეტს, კანის სიმკვრივეს, ნაწლავის პერისტალტიკას
    💁🏻‍♀არაქისის კარაქის კალორიულობაა 570 კკალ 100 პროდუქტში. ამასთან, არაქსის კარაქის 100 გრამი შეიცავს: 30 გრ. ცილას. 46 გრ. ცხიმებს, 12 გრ. ნახშირწლებს.
    არაქისის კარაქს იყენებენ მედიცინაში 💊და დიეტური კვების დროს.✅
    თუ არაქისის კარაქს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ:⤵
  • სისხლში დაიწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე;
  • ამაღლდება იმუნიტეტი;
  • შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, 🫀რადგან არაქისის კარაქი არ შეიცავს ქოლესტერინს;☺
  • ნორმალიზდება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მუშაობა;
  • ხელს შეუწყობს კანის, თმის და ფრძხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის დამსახურებით);
  • აღდგება ჰორმონალლური ფონი (ფოლიუმის მჟავის დახმარებით);
  • შეაფერხებს შარდსასქესოს სისტემის პათოლოგიების განვითარებას;
    💁🏻‍♀აღსანიშნავია, რომ როგორც არაქისის, ასევე არაქისის კარაქის გლიკემიური ინდექსი ძალიან დაბალია, რაც ამცირებს ინსულინის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობას და ხელს უწყობს წონის კონტროლს, ✅✅რადგან მსგავსი სახის საკვები შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
    💁🏻‍♀მაგალითისთვის: გლიკემიური ინდექსით არაქისი ისეთი პროდუქტების სიაშია, როგორიც არის – ბროკოლი, 🥦კიტრი, 🥒ნიახური, ისპანახი, სატაცური, შავ მოცხარი…🫐
    დაბალი გლიკემიური ინდექსის შემცველი პროდუქტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, არამედ, ზოგადად, ყველასთვის, ✅ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
    და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ⤵ჩინელი ექიმების ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, კვირაში 2-3-ჯერ არაქისის მოხმარება საყლაპავი მილის კიბოს რისკს 35%-ით ამცირებს.

არაქისის კარაქს, ისევე როგორც ნებიმიერ საკვებ პროდუქტს, თავისი უკუჩვენებები გააჩნია. 🆘🆘კერძოდ კი:⤵

მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, 🔴ამიტომ როგორც უშუალოდ არაქისის, ისე არაქისისგან დამზადებული საკვების მოხმარებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ‼‼ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა;
ასევე, აღსანიშნავია, რომ არაქისის კარაქი მაღალკალორიული პროდუქტია, 🔴🔴ამიტომ კვების რაციონში ეს პროდუქტი ექიმის რეკომენდაციით უნდა შეიტანოს იმ ადამიანმა, ვისაც ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევები აღენიშნება; ❌❌
ასეთი პროდუქტი უმჯობესია, ასევე ექიმის რეკომენდაციის შემდეგ მიიღონ: ✅✅ქალებმა ფეხმძიმობის პერიოდში და ართრიტებისა და ართროზებისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა.‼‼

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword