💁♀️ასპარტამი ფართოდ გამოყენებადი ხელოვნური დამატკბობელია. 💯✨ჩვეულებრივ, შაქარზე 200-ჯერ ტკბილია. 💯✨შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად ტკბილია, ვიდრე შაქარი, მომხმარებლები მას უფრო ნაკლები რაოდენობით იყენებენ და, შესაბამისად, მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის კალორიას იღებენ. 💯✨ასპარტამი FDA-ის მიერ 1981 წ იქნა გამოყენებისთვის ნებადართული, რის შემდეგაც, მიუხედავად გვერდითი მოვლენების არსებობისა, მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა; გამოიყენება სასმელ თუ საკვებ პროდუქტებში; განსაკუთრებულად ფართოდაა გამოყენებული ე.წ. დიეტურ გაზიან სასმელებში.💯✨
💁♀️ასპარტამის მიღება უსაფრთხოა დღიურად 50 მგ/კგ დოზით.💯✨
💁♀️ასპარტამი ადამიანის ორგანიზმში იშლება ასპარტატად, ფენილალანინად და მეთანოლად, სამივე მათგანს გარკვეული გავლენა აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე💯✨
💁♀️ფენილალანინი სწორედ მათი პრეკურსორია. 💯ამასთანავე, შესაძლოა, ასპარტატიც, როგორც ამგზნები ნეიროტრანსმიტერი, გავლენას ახდენდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; თუმცა, მეხსიერების ცვლილებების ან დეპრესიის განვითარების შესახებ კვლევებით დადასტურებული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია. 💯✨გარდა ნერვულ სისტემაზე ზეგავლენისა, უამრავი კვლევა მიუთითებს ასარტამის სხვა გვერდით მოქმედებებზე.💯✨
⚜️ინსულტი, დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება:👇👇
💁♀️ასპარტამში შემავალი მეთილის ეთერი ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზდება მეთანოლად, 💯✨რომელიც შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას ფორმალდეჰიდად, რაც ასოცირებულია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან თაგვებსა და მაიმუნებში აღწერილია მეთანოლის ქრონიკული ზემოქმედების კავშირი მეხსიერების დაქვეითებასა და ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებთან. 💯✨გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ დიეტურ გაზიან სასმელებს, თითქმის სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ინსულტი და დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელებს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იღებენ.💯✨
⚜️✨მეტაბოლური ცვლილებები:👇👇
💁♀️ხელოვნური დამატკბობლების კავშირი წონის კლებასთან, არამედ, პირიქით, მათი მოხმარება ასოცირებული აღმოჩნდა წონისა და წელის გარშემოწერილობის მატებასთან და, ასევე, სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდასთან. 💯✨ასპარტამით გამოწვეული ჰიპერგლიკემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია აზიანებს ღვიძლსაც. 💯✨თაგვებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დადასტურდა ღვიძლის დეგენერაცია, ფიბროზი და ნეკროზი.💯✨
✨⚜️ხელოვნური დამატკბობლები და კიბოს რისკი: 👇👇
💁♀️ხელოვნური დამატკბობლები (განსაკუთრებით ასპარტამი და აცესულფამი-K) ასოცირებულია კიბოს საერთო რისკთან💯✨. უფრო კონკრეტულად, ასპარტამის მიღება დაკავშირებულია ძუძუს და სიმსუქნესთან ასოცირებული კიბოს რისკების ზრდასთან.💯✨
💁♀️მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ნიკოტინი და ხელოვნური დამატკბობელი – საქარინი იწვევენ მემკვიდრულ ქცევით ეფექტებს, მეცნიერების ყურადღება მიიპყრო საქარინზე კიდევ უფრო პოპულარულმა დამატკბობელმა, ასპარტამმა.💯✨
💁♀️რა უნდა ვიცოდეთ!👇👇
✨✨ასპარტამი ფართოდ გამოყენებადი ხელოვნური დამატკბობელია, შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, შეიცავს მცირე რაოდენობით კალორიებს;💯✨
✨✨გამოიყენება სასმელ თუ საკვებ პროდუქტებში, საღეჭ რეზინებში; განსაკუთრებულად ფართოდაა გამოყენებული ე.წ. დიეტურ გაზიან სასმელებში.💯✨
✨✨FDA-ის მიხედვით ასპარტამის მიღება უსაფრთხოა დღიურად 50 მგ/კგ დოზით💯✨
✨✨ასპარტამი ადამიანის ორგანიზმში იშლება ასპარტატად, ფენილალანინად და მეთანოლად, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; გარდა ნერვულ სისტემაზე ზეგავლენისა, უამრავი კვლევა მიუთითებს ასარტამის სხვა გვერდით მოქმედებებზე.💯✨
✨✨ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ დიეტურ გაზიან სასმელებს, თითქმის სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ინსულტი და დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელებს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იღებენ💯✨
✨✨მაქსიმალურ დღიურ დოზაზე დაბალმა რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებები ასპარტამის მომხმარებელ ადამიანებსა და მათ შთამომავლებში. ეს ინფორმაცია საჭიროებს სამომავლოდ შესაბამისი კვლევებით დადასტურებას.💯✨