ბროწეული 15 ამინომჟავას შეიცავს, რომელთაგან 6 შეუცვლელია. გარდა ამისა, ბროწეული მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალიუმს, ფოსფორს და კალციუმს.
ბროწეული -კანის, თმების, ნერვული და საჭმლისმომნელებელი სისტემის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ყველზე მეტად ეს ძვირფასი ხილი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არის სასრგებლო.
ათეროსკლეროზის დროს ბროწეულის წვენის სარგებელი-შეუფასებელია
ბროწეული ასევე შეუფასებელი ხილია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მათ ათეროსკლეროზის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ანტიოქსიდანტები, რომლითაც ასე მდიდარია ეს ხილი, სისხლძარღვებს ტონუსს უნარჩუნებენ, რაც ასევე დიაბეტთან ბრძოლაში ეხმარება.ბროწეულის წვენი სისხლის გათხელებასაც უწყობს ხელს, რაც სისიხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ინფარქტი, ინსულტი, სტენოკარდიის შეტევა და ალცჰაიმერის დაავადებაც კი.
ბროწეულის წვენში შემავალი ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ბოჭავენ და ამ გზით ხელს უშლიან ონკოლოგიური დაავადებბის განვითარებას.
ესტროგენები კი, რომლ თაც ბროწეული უხვად შეიცავს, დეპრესიის დაძლევაში გვეხმარებიან და ქალებში კლიმაქსის სიმპტომებს ამსუბუქებენ. ბროწეული ასევე შეიცავს ელაგოტანინს, რომელიც ქალებში მკერდის კიბოს ზრდა-განვითარებას აფერხებს.
მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებებისა, გაუზავებელი ბროწეულის წვენის დალევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ წყლით გააზავეთ და დალიეთ