0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

ჰიპერტონული დაავადების სამი სტადია არსებობს

ჰიპერტონული დაავადების სამი სტადია არსებობს

✨1. პირველი სტადია: „ა“ – ფარული (ჰიპერტონიის წინა პერიოდი. „ბ“ – ტრანზიტორული (გარდამავალი), რომელიც მიმდინარეობს გულისა და სისხლძარღვების ორგანული ცვლილებების გარეშე. ამ დროს დამახასიათებელია სისხლის წნევის პერიოდულად აწევა და ნორმამდე დაწევა;
✨2. მეორე სტადია: „ა“ – ლაბილური (არამდგრადი), „ბ“ – სტაბილური, მდგრადი. ამ დროს აღინიშნება გულის ჰიპერტროფია. სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დაქვეითება, თვალსა და ფსკერში ცვლილებები, არტერიული სისხლძარღვების გამკვრივება. ასეთ შემთხვევაში არტერიული წნევა იმატებს, იწევს, მაგრამ ნორმამდე არ დადის.✨
✨3. მესამე სტადია მიმდინარეობს გართულებებით. პაციენტს დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა. დაზიანებულია გულის, ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვები.
✨ჰიპერტონიულ დაავადებას ახასიათებს ჰიპერტონიული კრიზი, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, თავის არეში სიმძიმისა და თავბრუს შეგრძნებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მხედველობის მოშლით და ასე შემდეგ
✨ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვება, შრომისა და დასვენების პირობების შეცვლა, თამბაქოსათვის თავის დანებება, მედიკამენტოზური მკურნალობა და სამკურნალო ფიზკულტურა.
✨ფიზიოლოგიური ჰიპოტონიის დროს ადამიანს ჩივილები არ აღენიშნება. შრომისუნარიანია. ასეთი წნევა, ძირითადად, დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ.
✨პათოლოგიური ჰიპოტონია ხასიათდება თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, გაღიზიანებით, უძილობით, დაქვეითებულია შრომისუნარიანობა. აწუხებს ტკივილი გულის არეში.
✨პათოლოგიური ჰიპოტონია დამახასიათებელია ტუბერკულოზის, ავიტამინოზის, ინფექციურ დაავადებათა დროს და დაძაბული ნერვული და ფიზიკური მუშაობის შემთხვევაში.

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword