0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

მენსტრუალური ციკლის დროს წონაში მატება

მენსტრუალური ციკლის დროს წონაში მატება

✅💁‍♂️ვერ გეტყვით რამდენი კითხვა მომდის ამ თემაზე და რამდენი დათრგუნული გოგოს კომენტარი, ციკლის დროს გავსუქდი და რა მეშვლებაო.🤷‍♂️

✅💁‍♂️მენსტრუალური ციკლის დროს და ციკლამდე რამდენიმე დღით ადრე, სასწორმა შეიძლება გაჩვენოთ 2-3 კგით მეტი, 🤷‍♂️მაგრამ ეს არ ნიშავს იმას, რომ გასუქდით და 2კგ ცხიმი 2 დღეში დაგედოთ. 🤷‍♂️2 კგ ცხიმის დადებას 20. ჰამბურგერი და 2 პიცა ჭირდება, 😁რამდენიმე დღე გადაბმულად ჭამით.😁

✅💁‍♂️ახლავე აგიხსნით რაშია საქმე, როდესაც ქალი ციკლის მოლოდინშია, რამდენიმე დღით ადრე ჰორმონ ესტროგენის დონე ძალიან მაღლა იწევს, 🙌რაც ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს, 🙌ხოლო ციკლის მოსვლის შემდეგ ასევე იწევს პროჯესტერონი, 🙌რაც ასევე წყლის შეკავებას, 🙌მკერდის გამაგრებას🙌 და ზრდას 🙌და შებერილობის შეგრძნებას გვიტოვებს, 🙌ამას გარდა გვაქვს უფრო გამძაფრებული მადა 🤷‍♂️და ტკბილ-მარილიანის მიღების სურვილი, 🤷‍♂️რაც ასევე წყლის შეკავების წინაპირობაა.

✅💁‍♂️ეს ყველაფერი ერთად არის ის 2-3კგ რომელიც არამც და არამც არაა ცხიმი და როგორც კი ციკლი ჩაივლის ძველ წონას დაუბრუნდებით.

✅💁‍♂️ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ აიწონებით ციკლამდე და ციკლის დროს, რათა ისედაც საკმაოდ სენსიტიური რამდენიმე დღე, უფრო ემოციური არ გახდეს თქვენთვის

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword