0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

სწორი კვების შედეგი – 9 კგ მედიკო კილასონია

სწორი კვების შედეგი – 9 კგ მედიკო კილასონია

მე ვარ მედიკო კილასონია 73 წლის, ჯგუფში ვიყავი ყველაზე დიდი.
მამუკასთან დაკავშირება იმიტომ გადავწყვიტე, რომ სოციალურ ქსელში ვნახულობდი ძალიან ბევრ ინფორმაციას, სადაც მადლიერი ადამიანები გამოხატავდნენ და შედეგებს დებდნენ, თუ როგორ ეხმარებოდა მამუკა სწორი კვებით ჯამრთელობის აღდგენაში.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, პარამეტრები შემეცვალა, 9 კილო დავიკელი, ჩამომიყალიბდა კვების კულტურა,ახლა ვიცი რა რასთან შემიძლია ვჭამო, რამდენი და როდის. მამუკამ ბევრი უცხორეცეპტი მოგვაწოდა, რომელიც გემრიელია და სასარგებლო.
ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს წონასთან და ჯამრთელობასთან, დაუკავშირდეს მამუკას.

მე 15 წელია მაქვს დიაბეტი,მამუკას დახმარებით რომ დავიწყე სწორი კვება, მომიწესრიგდა სისხლში შაქრის რაოდენობა, ტკბილეულთან დამოკიდებულება,ადრე თვალიც და ხელიც გამირბოდა ტკბილეულისკენ, დღეს ეს საკითხი მოგვარებული მაქვს, ბოსტნეულისგან და ხილისგან ეტყობა ორგანიზმი საკმარის შაქარს იღებს და არ მიჩნდება დამატებითი ტკბილის მიღების სურვილი.სისხლში შაქრის რაოდენობა მომიწესრიგდა და თავს ვგრძნობ ბედნიერად და ვაგრძელებ ბრძოლას ვერაგი მტრის “ ცხიმების” წინააღმდეგ, სწორი კვებით მამუკასთან ერთად. ამ შედეგისთვის მადლობა მამუკას.❤️❤️❤️👍👏

  • Client: მედიკო კილასონია
  • Date: April 20, 2024

RELATED PROJECTS

Select your currency

Enter your keyword