რა არის კოლაგენი? კოლაგენი არის ცილა, შედგება ამინომჟავებისგან და შეიცავს სპეციფიკურ ამინომჟავებს, როგორიცაა გლიცინი, პრალაინი, ჰიდროქსიპროლინი და არგინინი. რისთვის არის საჭირო? ის ჩვენს კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას ხელს უწყობენ ნაოჭების, წვრილი ხაზების შემცირებას, კანის უჯრედების მუდმივ განახლებას, რაც კანისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი სხეულის კოლაგენის გამომუშავება მცირდება, რაც ზრდის ნაოჭების და წვრილი ხაზების წარმოქმნას. კოლაგენის დაკარგვა 25 წლის ასაკიდან იწყება და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% ვკარგავთ. იცოდით? მამაკაცებს, ქალებთან შედარემით უფრო მკვრივი კანი აქვთ და შესაბამისად, მათ ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოლაგენი იკარგება მენოპაუზის შემდეგ. ქალბატონების კანი ზოგჯერ უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე მათი ასაკის მამაკაცების კანი. ასე რომ, ქალბატონებმა გაცილებით ადრე უნდა დაიწყონ საკუთარ კანზე ზრუვა. გირჩევთ იმისათვის, რომ კანის დაბერებას ხელი შევუშალოთ, აუცილებელია მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და სწორი კვება – ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული საკვები, რომელიც მოიცავს თევზის ცხიმს, ხილს, თხილს და ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს ვიტამინი C-ს მიღებაც.
Reviews
There are no reviews yet.