ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. 🍄მას უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ. მისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. 🤤სოკოების უმრავლესობა სათბურის პირობებში არ იზრდება, აი, ქამა სოკო კი შესანიშნავად კულტივირდება არათუ სპეციალურ სათბურებში, ✅სახლის პირობებშიც კი. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინმჟავების მთელ სპექტრს, ✳მათ შორის – ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. ✅✅ქამა სოკო დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კილოკალორიას), ✅✅ამიტომ მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, ✅რადგან 💁🏻♀ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამა სოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ❇რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამაში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს♻. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებას. 🧠რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, 🤯პანტოთენის მჟავა კი – დაღლილობას. 😫სპეციალისტები 💁🏻♀ქამა სოკოს ანტისიმსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი (გამხმარი) სოკოც.☺ ხმელი სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დავადებულთათვის. 👌🏻ქამა სოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის👩 – აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. ✅✅მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. 🧴გახსოვდეთ: ქამას ძალიან ჰგავს ბევრი შხამიანი სოკო🆘🆘, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. 🚨🚨ჩვენ სათბურში მოყვანილი პროდუქტის შეძენას გირჩევთ🟢🟢 – უბედური შემთხვევისგან მეტად იქნებით დაზღვეული❗❗