ინგრედიენტები
- ყაბაყი – 1 ც
- ხახვი – 1 ც
- ხორბლის ფქვილი – 1 სკ
- ნიორი – 3 კბილი
- კურკუმა – 1 ჩკ
- მზესუმზირის ზეთი – 2 სკ
- მარილი
- შავი პილპილი
მომზადების წესი
გათალეთ დიდი ყაბაყი და ამოიღეთ თესლი. გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ზედმეტი სითხე კარგად გამოწურეთ.
ხახვი წვრილად უნდა დავჭრათ, ოღონდ ხორცსაკეპ მანქანაში არ გავატაროთ და არ გავხეხოთ, რომ ზედმეტი წვენი არ გამოვიდეს. ყაბაყს დაუმატეთ მარილი და პილპილი დაჭრილ ნიორთან ერთად, დაუმატეთ ფქვილიც და ყველაფერი აურიეთ. მასის კონსისტენცია საკმაოდ წებოვანი უნდა გამოვიდეს.
ცომი კოვზით ზეთში გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ და 2 წუთის განმავლობაში თითოეული მხარე შეწვით კარგად.