0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

ყველაფერი მწყრის ხორცის შესახებ

ყველაფერი მწყრის ხორცის შესახებ

💁‍♂️მწყრის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხზე მოთხოვნილება წინათ რატომღაც უფრო ნაკლები იყო. 🤔მრავალ ქვეყანაში ის ეგზოტიკურ პროდუქტად მიიჩნეოდა☺️. დღეს კი მწყრის კვერცხი განსაკუთრებით პოპულარულია და რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების ნებისმიერ სუპერმარკეტში თავისუფლად იყიდება✅

სასარგებლო თვისებები⤵️
✨მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ✨ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს
✨გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები✅
✨A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის მხედველობას 👁️აუმჯობესებს.
✨ცილების განსაკუთრებული შემცველობის გამო კი აძლიერებს იმუნიტეტს✔️
✨წარმოადგენს საშენ მასალას ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებას.👶
✨კალიცუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მაღალი შემცველობა რაქიტის პროფილაქტიკის და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებისათვისაა საჭირო.
ოვომუკოიდი მწყერის კვერცხს ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევს.☑️☑️
✨რკინის მაღალი შემცველობა ანემიის განვითარებისაგან დაგვიცავს.✔️

უარყოფითი თვისებები⤵️
🆘ამ პროდუქტის ჭარბად მოხმარებას არ ვურჩევთ ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებს. ❌ასევე უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც აწუხებს დიაბეტი და ათეროსკლეროზი. ‼️

მწყრის კვერცხის არასწორად შენახვის შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს სალმონელოზმა. 🔴თუმცა თერმულად დამუშავების შემთხვევაში ამ პარაზიტის მოქმედება მინიმუმამდე დადის.✅

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword