0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

ყველაფერი სიმსუქნეზე

ყველაფერი სიმსუქნეზე

სიმსუქნე კომპლექსური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებით. სიმსუქნე არ განიხილება მხოლოდ კოსმეტიკურ ჭრილში. იგი წარმოადგენს სერიოზულ სამედიცინო პრობლემას, რომელიც ზრდის სხვა დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკებს. სიმსუქნესთან ასოცირებულია: გულის დაავადებები, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ზოგიერთი სახის სიმსივნური დაავადება.

მრავალი მიზეზია გამოვლენილი, თუ რატომ უჭირს ზოგ ადამიანს სიმსუქნის თავიდან აცილება. ჩვეულებრივ, სიმსუქნე წარმოადგენს გარემო და გენეტიკური ფაქტორების კომბინირებული მოქმედების შედეგს, სადაც კრიტიკულ როლს თამაშობს პერსონალური კვებითი ნირი და ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა.

აღსანიშნავი დადებითი ფაქტია, რომ წონის უმნიშვნელო კლებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკებს. კვებითი რაციონის ცვლილება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ქცევითი ცვლილებები დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და აადვილებენ წონის კლებას. მედიკამენტები და წონის დასაკლებად მოწოდებული პროცედურები სიმსუქნის მკურნალობაში მხოლოდ დამატებით როლს თამაშობენ.

🤢სიმპტომები

სიმსუქნის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის (BMI) არის 30 ან მეტი. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად წონა (კგ) უნდა გაყოთ სიმაღლის (მ) კვადრატზე. პირობითად, თუ თქვენი სიმაღელა 180 სმ, ხოლო წონა 70 კგ, თქვენი სხეულის მასის ინდექსი იქნება: 70/ 1.8(2) = 70/3.24 = 21.6.

BMI წონის სტატუსი

18.5-ზე ნაკლები წონის დეფიციტი
18.5- 24.9 ნორმალური
25.0- 29.9 ჭარბი წონა
30.0 და მეტი სიმსუქნე

ადამიანთა უმრავლესობაში, სხეულის მასის ინდექსი ინფორმაციას იძლევა სხეულის ცხიმის რაოდენობაზე, თუმცა იგი პირდაპირი გზით არ ზომავს ცხიმის რაოდენობას, შესაბამისად, ზოგ ადამიანს, მაგალითად დიდი კუნთური მასის მქონე ათლეტებს, შეიძლება, სხეულის მასის ინდექსი ჰქონდეთ იმდენად მაღალი, რომ შედიოდნენ სიმსუქნის კატეგორიაში იმის მიუხედვად, რომ მათ არ აქვთ ზედმეტი ცხიმი.

🔥მიზეზები

იმის მიუხედავად, რომ სხეულის წონაზე მოქმედებს როგორც გენეტიკური, ასევე ქცევითი, მეტაბოლური და ჰორმონული ფაქტორები, სიმსუქნე ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე წვავს ფიზიკური ან სხვა ყოველდღიური აქტივობის დროს. ორგანიზმი დაუხარჯავ კალორიებს იმარაგებს ცხიმის სახით.

სიმსუქნის პრობლემა განსაკუთრებით დგას განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში. მაგალითად, ამერიკელების კვებითი რაციონი ძალიან კალორიულია, რისი მიზეზიცაა სწრაფი კვების ობიექტებში ე.წ: ფასთ ფუდის“ მოხმარება და მაღალკალორიული სასმელების მიღება. სიმსუქნის მქონე პირები იღებენ ძალიან დიდი რაოდენობით საკვებს იქამდე, სანამ არ იგრძნობენ დანაყრებას, შივდებათ დანაყრებიდან მოკლე დროში და/ან ჭამენ ძალიან ბევრს სტრესისა და შფოთვის გამო

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword