💁♀️ჩვეულებრივ, ხორცს მოსახარშად ცივ წყალს ვასხამთ, ვდგამთ ცეცხლზე და სანამ წამოდუღდება, აუცილებლად ვაშორებთ ქაფს. 💯ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ქაფის მოხდა აუცილებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას წარმოადგენს ხორცის ხარშვის დროს წარმოქმნილი ქაფი. 💯
💁♀️ქაფი მხოლოდ და მხოლოდ აჭრილი ცილაა – ხორცის ცივ წყალში გაცხელებისას ცილების ნაწილი და მინერალური მარილები წყალში გადადის. 💯ხოლო თუ ხორცს პირდაპირ მდუღარე წყალში მოვათავსებთ, აღნიშნული ცილები და მინერალები ხორცშივე დარჩება.💯✨
💁♀️ასე რომ, თუ მხოლოდ ხორცს ხარშავთ და ბულიონი არ გჭირდებათ, მოათავსეთ ხორცი თავიდანვე მდუღარეში. 💯ხოლო თუ კარგი ბულიონის მიღება გსურთ, ხორცს ცივი წყალი დაასხით და ისე მოხარშეთ. 💯✨