0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

⚜️როდის შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი👇👇

⚜️როდის შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი👇👇

⚜️ბრონქოსპაზმი ვითარდება სასუნთქი გზების დაზიანების შედეგად.💯✨
დაზიანებული ბრონქების ლორწოვანი გარსი შუპდება და იწყება ანთებითი პროცესი. 💯✨ბრონქების ირგვლივ არსებული კუნთები იკუმშება და მის სანათურს ავიწროებს. 💯✨სანათურის შევიწროების შედეგად ფერხდება სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლა.💯

⚜️ბრონქოსპაზმი ვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. 💯ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აერთიანებს რამდენიმე დაავადებას: ქრონიკულ ბრონქიტს, ✨ბრონქულ ასთმას, ✨ფილტვების ემფიზემას.💯
✨✨⚜️ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს, არის:👇👇

✨✨თამბაქოს კვამლი;
✨✨საწარმოო მტვერი – ქვის, ხის, სამშენებლო მასალის, ლითონის;
✨✨დაბინძურებული ჰაერი – საწვავის გამონაბოლქვი;
✨✨მძაფრი, მკვეთრსუნიანი ნივთიერებები – სუნამოები, საღებავები, გამხსნელები;
✨✨ალერგიული ბუნების გამღიზიანებლები: მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, ბეწვი ან ბუმბულის ნაწილაკები, მედიკამენტები
✨✨⚜️ყველაზე ხშირად ბრონქოსპაზმი ვითარდება წელიწადის იმ პერიოდში, როდესაც ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები.💯✨
⚜️ბრონქოსპაზმის დამახასიათებელი სიმპტომებია: სუნთქვის, უმეტესად ამოსუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის პერიოდული შეტევები, ✨ხველა, ✨ხმაურიანი სუნთქვა. 💯✨ამოსუნთქვის დროს გარშემო მყოფებს ესმით სტვენა და ხიხინი.💯

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword