0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

საკვები, რომელიც თირკმელების გაწმენდას უწყობს ხელს

საკვები, რომელიც თირკმელების გაწმენდას უწყობს ხელს

✨⚜️თირკმელების მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ტოქსინებისაგან განთავისუფლება, სისხლის პლაზმისა
და უჯრედშორისი სითხის ქიმიური შედგენილობის მუდმივობის შენარჩუნება სხვადასხვა ნივთიერების შერჩევითი გამოტანის გზით. 💯✨თირკმელები მონაწილეობენ ორგანიზმში წყლის, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტე წონასწორობის შენარჩუნებაში. 💯✨ისინი არეგულირებენ სისხლის წნევას და ამავე დროს ასინთეზებენ D ვიტამინს.💯✨

⚜️✨აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმისათვის თირკმელების ჯანმრთელობასა და ნორმალურ ფუნქციობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 💯✨ამის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მათი პერიოდულად გაწმენდა. 💯✨კვებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა დაეხმარება თქვენს თირკემელებს ტოქსინებისგან გაწმენდაში და ამავე დროს დაგიცავთ კენჭების წარმოქმნისგან. 💯✨ასეთი პროდუქტებია:👇👇

✨✨კენკრა – კენკრა ანტიოქსიდანტების წყაროა. 💯✨კენკრის რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. 💯✨ასევე სასარგებლოა ყურძენი. ისშეიცავს ქინინებს, რომლებიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თირკმელებისათვის.💯✨

✨იოგურტი – იოგურტი შეიცავს სასარგებლო პრობაქტერიებს, რომლებიც ეხმარება თირკმელებს გაწმენდაში. 💯✨საკვებ რაციონში იოგურტისა და სხვა რძემჟავა პროდუქტების წილი დაბალანსებული უნდა იყოს.💯✨

✨გოგრის თესლი – ტოქსინების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. 💯✨მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.💯✨

✨ლიმონის წვენი – ლიმონის წვენი ბუნებრივად მჟავეა და ზრდის ციტრატის დონეს შარდში, რაც ხელს უშლის თირკმლის ქვების წარმოქმნას. 💯✨ლიმონის წვენი ასევე ფილტრავს სისხლს და გამოდევნის ნარჩენებს და სხვა ტოქსინებს. 💯✨გაზავებული ლიმონის წვენის ყოველდღიური მიღება ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის სიჩქარეს და ხსნის კალციუმის ოქსალატის კრისტალებს, რომელიც თირკმლის კენჭების ყველაზე გავრცელებული შემადგენელია. 💯✨თირკმელებში ქვების მქონე ადამიანებისთვის ლიმონის და ზეითუნის ზეთის შერწყმა უზრუნველყოფს ქვების გლუვ გავლას.💯✨

✨საზამთრო – საზამთრო მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა. 💯✨ატენიანებს და ასუფთავებს თირკმელებს. 💯✨ის ასევე მდიდარია ლიკოპენით, რომელიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს თირკმელების კარგად ფუნქციონირებას. 💯✨საზამთრო ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმის მარილებს, რომლებიც არეგულირებს შარდის მჟავიანობას და ხელს უშლის ქვების წარმოქმნას. 💯✨სინამდვილეში, საზამთროს რეგულარული ჭამა შესანიშნავია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.💯✨

✨ბროწეული – ბროწეულის წვენიც და მარცვლებიც დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ამიტომ ეფექტურია თირკმლის ქვების მოსაცილებლად. 💯✨კალიუმი ამცირებს შარდის მჟავიანობას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას მისი შემკვრელი თვისებების გამო, აფერხებს მინერალების კრისტალიზაციას და გამოდევნის ტოქსინებს და ნარჩენებს თირკმელებიდან.💯✨

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword