0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

TOP 10 ცნობილი მითი დიეტის შესახებ

TOP 10 ცნობილი მითი დიეტის შესახებ

💁🏻‍♂️იდეალური სხეულის დევნაში დიეტას უამრავი ადამიანი მიმართავს. სამწუხაროდ წონის დაკარგვის ყველაზე ეფექტური გზები ყოველთვის არ არის პოპულარული მასებში, ამიტომ დიეტა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს ყოველთვის არ არის ეფექტური ან უბრალოდ ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას. ქვემოთ მოყვანილია მითები დიეტის შესახებ, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება.

Ⓜ️მითი 1. დიეტის დაპაუზება არ შეიძლება

არაფერია საშიში დიეტის დარღვევაში (რათქმაუნდა ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველდღე). თუ რაიმე იმდენად ძალიან გინდათ, რომ თავს ვერ იკავებთ, მაშინ თქვენი დიეტა ძალიან მკაცრი და არაჯანსაღია. თქვენი ორგანიზმი წვალობს. ასეთ შემთხვევებში საკმაოდ ნორმალურია დიეტის დარღვევა 1-2 კვირაში ერთხელ.

Ⓜ️მითი 2. წარმატებით გახდომისთვის საჭიროა კალორიების თვლა

დიეტაზე მნიშვნელოვანია კალორიების დათვლა, მაგრამ არ არის ყოველთვის ეფექტური. თუ თქვენ არ გსურთ უბრალოდ რამოდენიმე კილოგრამის მოკლება და გინდათ მთლიანად გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე, მაშინ არ გადაიტვირთოთ თავი კალორიების თვლით. თქვენ ხომ არ ითვალისწინებთ მრავალ ფაქტორს, როგორიცაა ვიტამინების, მინერალებისა და სხვა საკვები ნივთიერებების რაოდენობა.

Ⓜ️მითი 3. ცხიმი საკვებში = თქვენი მტერი

დიეტა ცხიმის მინიმალური რაოდენობით ყოველთვის არ იწვევს წონის დაკარგვას. ამგვარი დიეტის დროს ჩვენი ორგანიზმი ვარდება პანიკაში და ანელებს ცხიმის დაწვის პროცესს. ზუსტად ამიტომ ცხიმის მიღება შეიძლება და საჭიროა კიდეც. მთავარია, რომ ეს იყოს სასარგებლო ცხიმი, ადეკვატური დოზებით.

Ⓜ️მითი 4. დიეტა უნდა დაიწყოს ორგანიზმის დეტოქსიკაციით

თუ თქვენი ორგანიზმი არ არის მოწამლული, მაშინ დეტოქსიკაცია მას არ სჭირდება. ამას შესანიშნავად აკეთებენ თქვენი ღვიძლი და თირკმელები.

Ⓜ️მითი 5. დიეტური დანამატების დახმარებით შეგიძლიათ წონის დაკარგვა.

დიეტურ დანამატებზე ასობით ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და ეფექტური ზემოქმედება არ გამოვლინდა. თუმცა მათი საფრთხე კი დიდი ხნის წინ დადასტურდა. ნუ ეძებთ ჯადოსნურ აბებს, გამოიყენეთ მხოლოდ წონის დაკლების დადასტურებული მეთოდები.

Ⓜ️მითი 6. დიეტაზე კვერცხის გულის ჭამა არ შეიძლება.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კვერცხის გულს ბევრი ცხიმი და ქოლესტერინი აქვს. თუმცა, კვლევებმა დიდი ხანია აჩვენა, რომ ქოლესტერინი კვერცხში არ მოქმედებს ქოლესტერინის დონეზე ჩვენს ორგანიზმში. უფრო სწორად, მოქმედებს მხოლოდ კარგ ქოლესტერინზე (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი), რომელიც ჩვენ გვჭირდება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამასთან ცხიმები კვერცხის გულში შეიცავს უამრავ სასარგებლო ელემენტს.

Ⓜ️მითი 7. წონის დასაკლებად უარი უნდა ვთქვათ გლუტენზე

მთელი მსოფლიო არის შეპყრობილი გლუტენის საფრთხით ორგანიზმზე, მაგრამ ფაქტები ამგვარია: თუ თქვენ არ მიეკუთვნებით ცელიაკიით დაავადებულთა რიცხვს (ასეთი კი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია), გლუტენი არ ავნებს თქვენს ორგანიზმს.

Ⓜ️მითი 8. ძროხის რძე უნდა ჩავანაცვლოთ ნუშის რძით

კიდევ ერთი მითი, რომელიც შობა მოდამ. გახსოვდეთ, ძროხის რძე ორჯერ უფრო მდიდარია სასარგებლო ელემენტებით, ვიდრე ნუშის რძე.

Ⓜ️მითი 9. აუცილებელია გლუტამატის ნატრიუმის თავიდან აცილება

ვინც არ იცის, ნატრიუმის გლუტამატს ამატებენ პროდუქტებში გემოს გასაძლიერებლად და ის აბსოლუტურად უსაფრთხოა! ნატრიუმის გლუტამატის გამოყენების ნეგატიური შედეგები დაკავშირებულია მხოლოდ მისი გადამეტებული დოზისგან.

Ⓜ️მითი 10. მიკროტალღოვან ღუმელში მომზადებულ კერძში ნაკლები კალორიაა.

ელექტრო ტალღები ისეთივე გავლენას ახდენს საკვებზე, როგორც ტაფა ან ღუმელი.

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword