არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გადაწყვიტეთ გახდომა ერთ კვირაში თუ უბრალოდ გსურთ გამოიმუშაოთ სასარგებლო ჩვევები იმისათვის, რომ გახდეთ უფრო ძლიერი და ენერგიული.
ჩვენს ყოველკვირეულ მენიუში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ თევზი, რადგან ცხოველური ცხიმები უნდა შევცვალოთ მცენარეულით და ომეგა -3 მჟავების შეუცვლელი წყაროა.
ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ საკვებს , არამედ სითხის რაოდენობასაც.
ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი დღის განმავლობაში.
უარი თქვით ზედმეტად ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებაზე.
უარი თქვით შეფუთული წვენებისა და გაზიანი სასმელების მიღებაზე.
ბოსტნეული და ხილი უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურად , რათა დავიცვათ ვიტამინების ბალანსი ორგანიზმში .
დაგეგმეთ მენიუ ყოველ კვირას. ასე უფრო მარტივია შეიძინოთ პროდუქტები კვირაში ერთხელ, ვიდრე ყოველდღიურად წახვიდეთ მაღაზიაში, თანაც ასე უფრო შეიკავებთ თავს ზედმეტი ცდუნებისგანაც