0
My Cart - 0 items
  • No products in the cart.

Blog

წიწმატი (Lepidium sativum) კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეა

წიწმატი (Lepidium sativum) კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეა

💁‍♂️წიწმატს მრავალი ქვეყნის კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოში მცენარეს ძირითადად ცოცხლად მიირთმევენ.

📌წიწმატის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები А, В, С, Е, К, D, მინერალური ნივთიერებები – რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, იოდი, დარიშხანი, თუთია, გოგირდი და სხვ.

📌ამ არომატული ბოსტნეულის ქორფა ფოთლები გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობას ებრძვის, თან ის ადრეულ გაზაფხულზე ამოდის, ამასთან, იმდენად არაჭირვეულია, რომ ნიადაგის გარეშეც შეიძლება მისი მოყვანა

📌წიწმატს სამკურნალოდ სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. მისი დაბალანსებული შემადგენლობა საშუალებას იძლევა მივიღოთ კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ასევე ამ მცენარის მეშვეობით მკურნალობდნენ ბრონქიტის მძიმე ფორმას.

📌წიწმატის ნახარში გამოიყენება სისხლნაკლებობის, შაქრიანი დიაბეტის, ონკოლოგიის, შარდსასქესო ორგანოებში კენჭების შემთხვევებში, ხოლო წყალში გახსნილი წვენი – გასტრიტის, კოლიტის, პაროდონტოზისას.

📌წიწმატის წვენი ასევე ეფექტურია თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადების, სიყვითლის დროს და შეკრულობისას.

📌წიწმატისა და მცენარეული ზეთის გამოყენებით ამზადებენ მალამოს, რომელიც დამწვრობისთვის არის კარგი. ამ მალამოს, დამწვრობის გარდა, იყენებენ ცხიმგროვების, მეჭეჭების დროს 

Leave a comment

Related Posts

Select your currency

Enter your keyword