წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ი/მ „ფუნქციური კვება“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის/აპლიკაციის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
ი/მ „ფუნქციური კვება“ Mamufitt.com პლატფორმის (ვებგვერდის)
საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს; ონლაინ კვების მომსახურების პაკეტებს 10/15/30/45 დღიან მენიუებს. ასევე ვურჩვეთ სორტულ საკვებ დანამატებს, ჯანსაღ რეცეპტებს და ვარჯიშებს. შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით ონლაინ მომსახურებით ან ფიზიკური პროდუქტის სახის რეალიზაციის გზით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად საიტზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები“. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით. ამასთანავე ინფორმირებული იყოს მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შემშვეობით ელ-ფოსტის ან ტელეფონის ნომრის.
ტერმინთა განმარტება
პირადი ანგარიში (პროფილი) – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან/სერვისთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში.
მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ – ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად;
პლატფორმა – კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
გამყიდველი/შემსრულებელი – ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს პროდუქტის/მომსახურების განთავსებასა და ონლაინ რეალიზაციას/მომსახურების მიწოდებას პირდაპირი მიყიდვის გზით
ელექტრონული ხელმოწერა – პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
ონლაინ რეალიზაცია – მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე კომპანიის სერვისის გამოყენების გზით ნივთის/მომსახურების ელექტრონული შეძენა/გასხვისება.
1. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
1.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე.
1.2 მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
1.2.1. მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: mamufitt.com;
1.2.2. მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, სქესს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
1.2.3. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
გ) მომხმარებელი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); იურიდიული პირის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
1.2.4. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
1.2.5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;
1.3. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
1.4. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
1.5. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
1.7. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა.
2.8. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
2. პროდუქტის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა
2.1. ზოგადი წესი 2.1.1. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პორტალზე შეიძინოს/დაჯავშნოს მისთვის სასურველი სერვისი/მომსახურება წინამდებარე წესების და პირობების მიხედვით.
2.1.2. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
2.1.3. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის, პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლების, ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
2.1.4. მომხმარებელი (მყიდველი) აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
2.1.5. მყიდველი/სტუმარი ადასტურებს, რომ შეძენილი პროდუქტის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ კომპანიას/გამყიდველს
2.1.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, დანართი თანხის დაბრუნებების პოლიტიკით
2.1.7. ონლაინ რეალიზაციისას კომპანია უზრუნველყოფს რეალიზებული ნივთის ტრანსპორტირებასა და მყიდველისთვის მიწოდებას სპეციალურად შერჩეული კურიერის მეშვეობით. საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მყიდველი. თუ ნივთის მოცულობითი წონა აღემატება ნივთის რეალურ წონას, ამ შემთხვევაში მიწოდების ტარიფის დაანგარიშება რეალური წონის მიხედვით.
2.1.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
2.1.9. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან 2.1.8. პუნქტის საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
2.2. ნივთის/მომსახურების/შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:
2.2.1. მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
2.2.2. შეძენილი ნივთის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
• თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
• მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
2.2.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ ნივთს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
2.2.4. მომხმარებლის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე (მყიდველზე) პირადად.
2.2.5. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
2.2.6. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს ვებგვერდზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/ნივთის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ავტომატურად.